საგარეო ურთიერთობების კომიტეტი


ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური

(European External Action Service)
ხელმძღვანელები: ლუკა მათიაშვილი, კოკი ჯინჭარაძე.



ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური EEAS არის ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური საგარეო და თავდაცვით სფეროში. იგი იმართება მაღალი წარმომადგენლობის საგარეო საქმეთა უსაფრთხოების თავმჯდომარის მიერ, რომელიც ასევე არის საგარეო საქმეთა საბჭოს პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც ევალება ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის კონტროლი. ევროპაში მიგრანტების, არალეგალი მიგრანტებისა და ლტოლვილების რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მაქსიმუმს მიაღწია. ძირითადად სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან და აფრიკიდან მომავალი მიგრანტები ნებისმიერ ფასად ცდილობენ ევროპაში მოხვედრას. ბევრი მათგანი სირიიდან და სხვა ადგილებიდან მართლაც სიკვდილს გამოექცა. თუმცა, დიდი ნაწილი უკეთესი ცხოვრების საძიებლად წამოვიდა ევროპისკენ. ევროკავშირისთვის ეს მეტად მწვავე და დილემური გამოწვევა. სირიის კონფლიქტმა განსაკუთრებულად გაზარდა მიგრანტთა ტალღა. მაგრამ მიმდინარე ძალადობრივი ფონი ავღანეთსა და ერაყში, განსაკუთრებით ერიტრიასა და კოსოვოში ხალხს აიძულებს თავშესაფარი სხვაგან ეძებონ. ასევე აღსანიშნავია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წამოსული ნაკადი პოსტ-საბჭოთა სივრციდან, რომელიც არ ჩამოუვარდება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას. ყველას აქვს განსხვავებული მიზეზი, მაგრამ მიზანი ერთია - გაექცნენ სამშობლოში არსებულ რეალობას. 2015 წლის მონაცემებით პოლიტიკური დევნილების უმრავლესობა გერმანიამ შეიფარა. მათგან 476 000 ოფიციალურად იქნა აღრიცხული ხოლო სრული რიცხვი მილიონზე მეტს შეადგენდა.რიგით მომდევნო ქვეყანაა უნგრეთი, რომელმაც 177 130 დევნილი აღრიცხა, რაც ჯამში აღემატება საბერძნეთისა და დასავლეთ ბალკანეთის ჯამს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემების მიხედვით მხოლოდ 2015 წელს საზღვაო გზით შემოვიდა 1 011 700, ხოლო სახმელეთო გზით - 34 900. რაც წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელია. ევროკავშირის სასაზღვრო მონიტორინგის ჯგუფის მონაცემების მიხედვით კი საზღვარი გადმოლახა თითქმის 2მა მილიონმა მიგრანტმა. ევროკავშირში დაძაბულობამ იმატა მას შემდეგ რაც ქვეყნებს დისპროპორციულად მოაწყდა მიგრანტების ნაკადი. მაგალითად მიგრანტების ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო საბერძნეთმა, იტალიამ და უნგრეთმა. დღესაც ბუნდოვანია პოლიტიკური ლტოლვილების კვოტირების საკითხი, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღმოსაველეთ ევროპა.ევროკავშირში დაძაბულობამ იმატა მას შემდეგ რაც ქვეყნებს დისპროპორციულად მოაწყდა მიგრანტების ნაკადი. მაგალითად მიგრანტების ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო საბერძნეთმა, იტალიამ და უნგრეთმა. ევროპაში მიგრანტების ინტენსიური ნაკადი გამოწვეულია სხვადასხვა სოციალურ- ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზეზებით . არალეგალი მიგრანტების , მიგრანტების თუ ლტოლვილების შემოდინების პროცესს თან სდევს სხვადასხვა დანაშაულებების მატება, ტერორისტების რეკრუტირება თუ „კულტურული ბალანსის დარღვევა“ . ამ საკითხის მიმართ მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ . არსებობს განსხვავებული ინფორმაცია,ფაქტები, სტატისტიკა. ხშირად ხდება საზოგადოების დეზინფორმირება.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური თავისი უფლება მოსილების , სხვადასხვა გარემობების გათვალისწინებით ახორცილებს გარკვეულ ქმედებებს. მიგრანტა კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი გამოწვევაა ევროპისათვის.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური მიმართავს საგარეო საქმეთა უსაფრთხოების თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა საბჭოს პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს და აღნიშნავს შემდეგ პრობლემებს:
1. მიგრანტთა უპრეცენდენტო რაოდენობის ზრდის გამო ტრეფიკინგის,კონტრაბანდისა და კრიმინალის მაღალი დონე ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებში.
2. საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებულობა რელიგიისა და იდეოლოგიის
დიფერენციაციის შესახებ,•ეთნიკური, რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაცია.
3. მიგრანტების უფლებების დარღვევაა.
4. საზღვრების არაეფექტიანი კონტროლი.
5. მიგრანტების საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა.
პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროდ მიიჩნევს:
·         1.1 ტრეფიკინგის ან ტრეფიკინგის ნიშნების გამოვლინებისას წრაფი რეაგირება სახელმწიფოში არსებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან
·         1.2 რიგმა ქვეყნება დაიწყონ ურთიერთობა *PATROL-თან, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და კანონის უზენაესობას
·         1.3 დამსაქმებელი ორგანიზაციების მუდმივი მონიტორინგი
·         2.1 შესაბამისმა უწყებებმა, კომპეტენციის ფარგლებში, გაატარონ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლებელი რელევანტური საჭირო კამპანიები. პროცესში აქტიურად გამოყენებული იქნას მასობრივი ინფორმაციების გავრცელების გზები.
·          2.2 მოუწოდებს SLATT-ს აქტიურად ჩაერთოს პროცესში.
·         3.1 მოუწოდებს გააქტიურებისკენ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ,,ევროპოლს'' , ,,ევროპის პოლიციის კოლეჯსა'' და ,,ევროპის პროკურატურას'' (რომლებიც იმყოფებიან ევროკავშირის დაქვემდებარებაში ).
·         4.1 ყველა სახელმწიფოში PATROL-ის მსგავსი პატარა ტაქტიკური ფორმაციების შექმნას სპეციფიური გეოგრაფიული არეალის მონიტორინგისთვის.
·         4.2 ევროკავშირთან სახელმწიფოების თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყაროს FRONTEX-ის ტიპის სააგენტოს რომელსაც არ ექნება მხოლოდ "შვიდი ხედვა" მისიებისა და მიზნების მხრივ.
·         4.3 მოუწოდებს PATROL-ს გააფართოოს და განავითაროს BLO (Boarder Liaison Officers) პროგრამა.
·         5.1 შეიმუშავონ ადეკვატური პოლიტიკა, რათა მოხდეს მიგრანტთა შეუფერხებელი საზოგადოებაში და მათი დაკავშირება მიკოსოციუმებთან, და ასევე მოუწედებს UFIA-ს (united for intercultural action ) გააქტიურებისაკენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий