სამოქალაქო უფლებებისა და მართლმსაჯულების კომიტეტი

 თემა: ლოიალური კანონმდებლობა და კრიმინალთან ბრძოლის ხერხები

ხელმაძრვანელები: ნიკოლოზ როგავა და სალომე სამუშია



                                               
მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ტოტალიტარული რეჟიმები დაემხო, დაიწყო განვითარებული სახელმწიფოების დემოკრატიზაცია. შეიცვალა დამოკიდებულება სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. მიუხედავად იმისა,  რომ დღევანდელი ევროკავშირის წევრი ქვეყნები  იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს და  პრობლემების ლიბერალურად გადაჭრას ცდილობენ, ევროპა მაინც დიდი გამოწვევის წინაშე დგას.  ევროპაში კრიმინალის დონე საკმაოდ მაღალია. ნარკოტრეფიკი, გაუპატიურება, მაფია, ტერორიზმი ევროპის უპირველესი პრობლემაა.
დღესდღეობით, კრიმინალი და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები ერთ-ერთი ყველაზე მასობრივად  განხილვადი საკითხია. ევროკავშირი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია კრიმინალთან ბრძოლის მეთოდების შეცვლა. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ეწირება ტერორისტულ აქტებს, ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, ზოგ ქვეყანაში გაუპატიურების მსხვერპლთა რაოდენობა 100 000-ს აღემატება, იზრდება მაფიისა და კლანური დაჯგუფებების გავლენა, მზარდია ნარკოდამოკიდებულების მაჩვენებელი და ამ მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვი, ყოველწლიურად იზრდება არალეგალი მიგრანტების რაოდენობა, შემაშფოთებელია წვრილმანი ხულიგნობის სტატისტიკა.

სამოქალაქო უფლებესისა და მართსაჯულების კომიტეტი:
უარყოფითად მიიჩნევს უკანასკნელ პერიოდში გაზრდილ ორგანიზებულ დანაშაულს. იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზებულ დანაშაულს ყოველთვის ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები დარწმუნებულია იმაში, რომ ის პრევენციუი ნაბიჯები, რომელსაც ევროკავშირი დგამდა  არაეფექტიურია.

·         შეშფოთებულია ბოლო პერიოდში ტერორისტული აქტების მომრავლების გამო. აუცილებლად მიიჩნევს  ვიდეოკონტროლის წვდომის მაშტაბების გაზრდას სტრატეგიულ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მოუწოდებს ევროკავშირის თითოეულ წევრ სახელმწიფოს ანტი-ტერორისტული საბჭოების შექმნისკენ და მისი არსებობის შემთხვევაში ეფექტიურობის გაზრდისკენ.
·         აღშფოთებულია ევროკავშირის ქვეყნებში გაბატონებული მაფიის ჰეგმონიით. აღიარებს რა, მის უყურადღებობას და არაეფექტურ ბრძოლას მაფიის წინააღმდეგ, აწესებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნულოვან ტოლერანტობას მაფიის წინააღმდეგ.

· ყურადგებას ამახვილებს რა, ტრეფიკინგის შემთხვევების მომრავლებაზე და პრობლემის გადაჭრად მიიჩნევს საზღვრების გამკაცრებასა და იმპორტირებული ტვირთის შემოწმების გაუმჯობესებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
 ყურადღებას ამახვილებს  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაუპატიურების შემთხვევების შოკისმომგვრელ მაჩვენებელზე. გმობს მიმდინარე ლმობიერ პოლიტიკას ზემოხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ .
·         აუცილებლად მიიჩნევს, გაუპატიურების შესახებ კანონის უკიდურეს ნორმამდე გამკაცრებას;
·         ურჩევს  სასჯელის პარალელურად ფსიქოლოგთან სეანსების დანერგვას;
·         მოუწოდებს ევროკავშირის ქალთა უფლებათა დაცვის კომიტეტსა და თითოეული წევრი ქვეყნის შესაბამის ორგანოებს  მოცემული საკითხის მნიშვნელობის ღრმა გააზრებისკენ  და მომავალში ადეკვატური რეაგირებისკენ.
შემაშფოთებელია კონტრაბანდის და ნარკოტიკის მსხვერპლთა  გაზრდილი მაჩვენებელი. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა გაატარა ლოიალური რეფორმა მსუბუქ ნარკოტიკების მიმართ, რამაც გამოიწვია ისეთი მძიმე ნარკოტიკების შემოტანა, როგორიცაა მეტამფეტამინი და ამფეტამინი.

·         აუცილებლად მიიჩნევს სხვადასხვა ორგანოების პოლიტიკის გამკაცრებას, როგორიცაა საბაჟო კონტროლი და კანონმდებობა. (გულისხმობს სასჯელის ზომების გაზრდას)

·         მოუწოდებს აღმასრულებელ ორგანოებს ეფექტიანად მუშაობისკენ, რათა მოხდეს ისეთი დანაშაულების პრევენცია, როგორიცაა იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შემოტანა.
·         შემაშფოთებლად მიიჩნევს კონტრაბანდისა და შავი ბაზრის მაღალ ნიშნულს. აღსანიშნავია, რომ კონტრაბანდის მაჩვენებლის ზრდა პირდაპირმნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორგანიზებულ დანაშაულს და ნარკოდამოკიდებულებას. პრობლემის გადაჭრას ხედავს მხოლოდ და მხოლოდ ნულოვანი ტოლერანტობის  პოლიტიკის გატარებასა და საზღვრების გამკაცრებაში. მოითხოვს, გაიზარდოს სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსით და ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღება გადავიდეს ნაკლებად მძიმე დანაშაულიდან მძიმე დანაშაულზე.

რეზოლუცია - ანა გიორგობიანი და შოთა ელბაქიძე 
სრული ვერსია
 სრული ვერსია






Комментариев нет:

Отправить комментарий