უშიშროების კომიტეტი


                                 რეზოლუცია

 ხელმძღვანელები: დიანა ოქროპირიძე;  მარიამ გუბიევი.


ევროკავშირის მიერ აღიარებული განმარტების თანახმად საქმიანობა აღიქმება ტერორისტულად თუ: გარკვეული პირი ან ჯგუფი ცდილობს მოსახლეობაში მასობრივად გააღვივოს შიშისა და დაუცველობის შეგრძნება ,შანტაჟის გზით აკონტროლოს სახელისუფლებო ძალების ქმედება/უმოქმედობა, მიიყვანოს ქვეყანა დესტაბილიზაციამდე პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური საწყისების სტრუქტურული განადგურების გზით. ევროკავშირის კანონმდებლობით ტერორისტულ აქტს მიეკუთვნება ნებისმიერი მკვლელობის, სახელმწიფო ქონებისა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების, ინფრასტრუქტურის განადგურების მცდელობაც კი. ევროკავშირში წარმოდგენილი თითოეული ქვეყანა გმობს ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობას მსოფლიო მასშტაბით, უსამძიმრებს ბოლო პერიოდში გახშირებული თავდასხმიების შედეგად დაზარალებულ სახელმწიფოებს და საჭიროდ თვლის თავდაცვით უნარიანობის , ეფექტურად ზრდის, ტენდენციის წახალისებას,რისთვისაც საჭიროდ თვლის შემდეგი რეფორმების აქტიური განხორციელების სტადიაში გადაყვანას :
1.      აღსანიშნავია რა, საზღვრების არასაკმარისად ეფექტური კონტროლი,
საჭიროდ მიიჩნევს :
·         რეგულაციების გამკაცრებას,ინფრასტრუქტურის გამართვასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანგრევას;
·         მულტიფუნქციური ჯგუფების შექმნას, რომლებიც განლაგდებიან ევროპის წევრი ქვეყნების სასაზღვრო ზოლთან და ზედამხედველობას გაუწევენ საბაჟო პუნქტის საქმიანობას, აუცილებლობის შემთხვევაში კი შტაბ-ბინასთა შეთანხმებით გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს. (ურჩევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,კვალიფციურობის ხარისხის ასამაღლებლად ქევდანაყოფები მომზადდეს ერთიანი სისტემის შესაბამისად)
2.      გასათვალისწინებელია რა, რიგ შემთხვევებში მიგრანტების მასობრივი გადაადგილებისას უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა, გასცემს რეკომენდაციას მიექცეს სათანადო ყურადღება, რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების ფიქსირებული კონტროლის მნიშვნელობას.
3.      ყურადღებას ამახვილებს რა,ტერორიზმთან ბრძოლისას კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე, წევრ სახელმწიფოებს ურჩევს თანამშრომლობას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერის დონეზე, რაც გულისხმობს ინფორმაციის გაცვლას ქვეყნის შიგნით არსებული უკანონო ქსელებისა თუ ბანდების დროული ნეიტრალიზებისათვის.
4.      მხედველობაში იღებს რა, ერთიანი ინფორმაციული ბაზის არარსებობას, საჭიროდ თვლის მოლაპრაკებების გზით შესაბამისი სისტემის შემუშავებას,რომელიც უზრუნველყოფს პოტენციური დამნაშავეების ვინაობის სწრაფ იდენტიფიკაციას,
5.      დარწმუნებულია იმაში, რომ ტერორისტული ფორმირებების ფინანსური სტაბილურობა ე.წ „შავი ბაზრისგან“ მიღებული უკანონო შემოსავლით , ნავთობით, ბუნებრივი აირით, ცეცხლ სასროლი იარაღით, ძვირფასი მეტალებით, ანტიკვარიატთა და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებით აქტიური ვაჭრობას ეფუძნება,
·         მოითხოვს მკაცრი სანქციების დაწესებასა და დიპლომატიური იზოლაციის ნაირსახეობების გამოყენებას იმ ქვეყნებისს მიმართ ,რომლებიც მხილებულნი იქნებიან ზემოაღნიშნული პროდუქციის უკანონო შეძენა/გამოყენებაში.
·         ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გამოიყენებს ბრძოლის კომპლექსურ მეთოდებს (განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში სამხედრო ძალასაც) იმ ქვეყნების შესაკავებლად, რომლებიც ტერორიზმის დაფინანსებასა და უკანონო ტრანზაქციებში  იქნებიან მხილებულნი.
6.      წუხს რა, რიგი ქვეყნების კიბერსივრცეში შეღწევის მცდელობების გახშირებაზე, ურჩევს წევრ ქვეყნებს გამოიყენონ უახლესი ტექნოლოგიები სახელმწიფო საიდუმლოებებისა და განსაკუთრებული ხარისხის საიდუმლო სპეცოპერაციების გეგმების, მოქალაქეთა კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით.
·         ყურადღებას ამახვილებს რა, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში რადიკალისტური იდეოლოგიების პროპაგანდისტულ გავრცელებაზე, რაც თავის მხრივ ახალგაზრდების გადაბირებას უწყობს ხელს, მიზანშეწონილად მიიჩნევს უფლებამოსილი ორგანოების მიერ კონტროლის გამკაცრებას, როგორც ბეჭვად მედიაზე, ისე ინტერნეტ სივრცეში.
7.      ითვალისწინებს რა, ტერორისტული დაჯგუფებების მრავალფეროვან არსენალში შესაძლო ქიმიური იარაღის არსებობას,“ გაეროსთან“ შეთანხმებით (OPCW) შესაბამისი კვლევის დაგეგმვა/განხორციელებას, აღმოჩენის შემთხვევაში კი უკვე დადგენილი წესების დაცვის კონფესკაციას.
8.      შეშფოთებულია რა , ტერორისტული აქტების მძმე შედეგებით, როგორც ევროპის ისე ტერორისტული ფორმირების უშუალო აქტივობის ზონებში,აუცილებლად მიიჩნევს ჰუმანიტარული კორიდორების შექმნას დაზარალებულებისთვის საჭირო სამედიცინო  თუ სასურსათო პროდუქტის ნაკლებობის აღმოსაფრხველად
9.      წუხს რა, ტერორისტთა მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არაჰუმანურიმოპყრობის, მათი უფლებებისა და ღირსებების შელახვის შემთხვევების სიხშირეზე, საჭიროდ მიიჩნევს სამართალდამცავთა კოორდინირებულ მუშაობას, კონკრეტული ფაქტების გამოვლენა/შემცირებისთვის

ბოლოს მინდა მოგახსენოთ, რომ უსაფრთხოებისა და მაქსიმალური დაცულობის მოთხოვნილბა სავსებით ბუნებრივი, ავთენტური საწყისია ნებისმიერი ერისა და სახელმწიფოსი, განურჩევლად პოლიტიკური, მმართველობის ფორმის, ისტორიის ეთნნიკური თუ ეროვნული მრავალფეროვნებისა და ვიწრო კონკრეტიკის საკითხების მიმართ განსხვავებული აზრისა. კომიტეტის წევრი ქვეყნები ვიზიარებთ და ვთანხმდებით იმაზე, რომ ტერორიზმთან ბრძოლა მეტად საპასუხისმგებლო მისიაა, რომელიც ეტაპობრივად, წინასწარ დაგეგმილ ქმედით ნაბიჯებს საჭიროებს და მზად ვართ, მივიღოთ ყველა  საჭირო ზომა, რათა არცერთი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე აღარ გახდეს მსხვერპლი მსოფლიოს ოსტორიაში არსებული ერთერთ უდიდესი სიბოროტის-ტერორისზმისა. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ვიცით, რატომ არის  თავისუფლება იშვიათი, მაგრამ მაინც უდიდესი მონაპოვარი კაცობრიობისა.

რეზოლუციას კითხულობს გიორგი ჭავჭანიძე



რეზოლუციის განხილვა.






Комментариев нет:

Отправить комментарий