ქალთა უფლებათა დაცვის კომიტეტი

                                                            რეზოლუცია

ხელმძღვანელები: ელენე კოკაია;  ნათია ჩიხლაძე.


21-ე საუკუნეში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა გამოთქვამს პრეტენზიას გენდერული თანასწორობის მიღწევაზე, მიუხედავად ამისა, ხშირად ვაწყდებით ქალთა დისკრიმინაციის ფაქტებს. ტერმინი ქალთა უფლებები დაკავშირებულია ყველა ასაკის ქალთა და გოგონათა უფლებებთან და თავისუფლებებთან. ქალის უფლებების ცალკე გამოყოფა ნაკარნახევი იყო ქალისადმი ისტორიულად ჩამოყალიბებული სტერეოტიპული დამოკიდებულებით, გენდერული ასიმეტრიისა და გენდერული უთანასწორობის დაძლევის სურვილით. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ჩართულობა სხვადასხვა სფეროში გაიზარდა, ისინი მაინც აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიცაა წვდომა განათლებაზე, შრომით ბაზარზე მათი უფლებების დაცვა და ჩართულობა პოლიტიკურ ინსტიტუციებში. ჩვენ გამოვყავით ფუნდამენტური პრობლემები, მივაგენით მათი აღმოფხვრის გზებს და შევიმუშავეთ ოფიციალური დოკუმენტი - რეზოლუცია.
ყურადღებას ამახვილებს რა,  ქალების არაინფორმირებულობაზე საკუთარი უფლებების შესახებ :
·         საჭიროდ თვლის, რომ შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც ემსახურება ქალებში ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.
შეშფოთებულია რა, დისკრიმინაციული სტერეოტიპების არსებობით, საჭიროდ მიიჩნევს, ცნობიერების ამაღლებას:
·        ურჩევს წევს ქვეყნებს,რომ გაააქტიურონ არასამთავრობო ორგანიზაციები და  ხელი შეუწყონ  არაფორმალური განათლების პოპულარიზაციაში.
შეშფოთებას გამოთქვამს რა,  რიგ ქვეყნებში განათლების ფუნდამენტური უფლების უგულვებელყოფაზე და განათლების დაბალ ხარისხზე, მოუწოდებს წევრ ქვეყნებს;
·         უზრუნველყონ განათლების ხელმისაწვდომობა ყველასათვის და სავალდებულო გახდეს საბაზო განათლების მიღება.
·         ჩამოყალიბდეს/გააქტიურდეს განათლების ხარისხისა და განვითარების კომისია, რომელიც იზრუნებს განათლების ხარისხის მონიტორინგზე.
წუხს რა, დამსაქმებელთა მიერ აპლიკანტთა შერჩევისა და დასაქმების პროცესში ქალთა დისკრიმინაციული პრაქტიკის არსებობაზე (რომელიც ასევე გულისხმობს ორსული ქალების, მარტოხელა ან მცირეწლოვანი ბავშვების დედების მიმართ დისკრინიმაციას).
·         მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედ შრომით ინსპექციებს;
ერთის მხრივ გაატარონ საინფორმაციო კამპანია, რომელიც უზრუნველყოფს ქალების ინფორმირებას საკუთარი შრომითი უფლებების შესახებ;
მეორე მხრივ აწარმოოს აქტიური მონიტორინგი ამ კუთხით არსებული დისკრიმინაციის გამოსაკვეთად და აღსაკვეთად.

  აღსანიშნავია რა, შრომით ბაზარზე დისკრიმინაციის შემთხვევების ბუნდოვანებ:

·        მოვუწოდებთ  განვითარებად ქვეყნებს შექმნან და/ან გააქტიურონ შრომითი ინსპექტირების სამსახურები,რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ შრომით ბაზარს, გამოააშკარავებენ და აღმოფხვრიანდისკრიმინაციულ ფაქტებს.
  ითვალისწინებს რა, ფინანსების სიმწირეს დაარსებული კომისიებისა და მონიტორინგის ჯგუფების ფუნქციონირებისათვის.:
·        სთავაზობს, განვითარებულ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს,რომ გამოყონ საჭირო თანხები.
  წუხს რა, კვოტირების სისტემის დისკრიმინაციული ხასიათის გამო.:
·         მიიჩნევს რა, თანაბარი უფლებების შეზღუდვად და ხელოვნურ ბარიერად, მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, განიხილონ სისტემის საჭიროება და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
 ევროკავშირის ქალთა უფლებების კომიტეტის  მიზანია, აღკვეთოს ქალთა დისკრიმინაცია ყველა განვითარებად ქვეყანაში, რომელსაც იგი ფართოდ განსაზღვრავს -  ნებისმიერ განსხვავებას, გამორჩევას ან შეზღუდვას, რომელიც გაკეთდა სქესის საფუძველზე და რომლის მიზანი ან შედეგი არის ქალთა მიერ, მათი ოჯახური სტატუსის განურჩევლად, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და ნებისმიერ სხვა სფეროში ფუნდამენტური თავისუფლებების მიღების ან გამოყენების საფუძველზე აღიარების შესუსტება ან გაუქმება.

რეზოლუცია 



რეზოლუციის განხილვა



Комментариев нет:

Отправить комментарий